
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის დირექტორმა მიხეილ კაკაბაძემ და პედაგოგებმა - მაია ჩაკვეტაძემ, ლია ჯელაძემ და ქეთევან სირბილაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლა დირექტორსა და პედაგოგებს მასწავლებლის სტატუსის ამაღლებას ულოცავს.
„ქალაქ წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლა კარიერულ წინსვლას, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს ბატონ მიხეილ კაკაბაძეს და ქალბატონებს მაია ჩაკვეტაძეს, ლია ჯელაძეს და ქეთევან სირბილაძეს. უსურვებს შემდგომ პროფესიულ წარმატებას“,- ნათქვამია მისალოც წერილში.