„გულისხმიერი კოლეგა და ამაგდარი მასწავლებელი“-მაწიმის საჯარო სკოლის პედაგოგები მზია დაუდაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ
27-01-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის - მზია დაუდაშვილის გარდაცვალების გამო.

პედაგოგები სამძიმრის წერილს ავრცელებენ.

„არაჩვეულებრივი ადამიანი და მეგობარი, გულისხმიერი კოლეგა და ამაგდარი მასწავლებელი, ყოველთვის სარგებლობდა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის დიდი სიყვარულით.

წლების განმავლობაში მზია (მაია) დაუდაშვილი მაწიმის საჯარო სკოლაში ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას; ამჟამად კი იგი სპეციალური მასწავლებელი გახლდათ. მისი დამოკიდებულებები მოსწავლეების მიმართ კიდევ უფრო მზრუნველობითა და პასუხისმგებლობებით იყო სავსე. სამწუხაროდ, აღარ დასცალდა. ძალიან გვიმძიმს მასზე წარსულში საუბარი: მას ხომ წინ კიდევ უამრავი საინტერესო საქმე ელოდებოდა, მას ხომ ჯერ კიდევ უამრავი მოსწავლე უნდა აღეზარდა.

ვიზიარებთ მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მდგომარეობას. სამძიმარს ვუცხადებთ მათ. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მაიკო მასწავლებელს, ჩვენს კეთილ და გულმართალ კოლეგას“,- ნათქვამია მასწავლებელთა სამძიმრის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203