პირველი სვირის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი - „ჩვენი სულიერი საგანძური“ ხორციელდება
27-01-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საგანმანათლებლო პროექტი - „ჩვენი სულიერი საგანძური“ ხორციელდება.
პროექტი ორიენტირებულია სკოლის განვითარებაზე, მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და მათ აკადემიურ პროგრესზე.
პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომლის თემა იყო - „ერის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“.