შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმში მონაწილეობდა
27-01-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმში მონაწილეობდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის „ახალი სკოლის მოდელი" 2020 წლის შემაჯამებელი ფორუმი 23-24 იანვარს გაიმართა.
შინდისის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო გარსევანიშვილმა ფორუმზე მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში VIII კლასში ქიმიის გაკვეთილებზე განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობები და კომპლექსური დავალებები წარადგინა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს