
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გოჩა წულაიას სახელობის გუმბრინის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგებმა - ლალი ზვიადაძემ და ეკატერინე ჯიქიამ სტატუსი აიმაღლეს. ლალი ზვიადაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა, ეკატერინე ჯიქიას კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„გოჩა წულაიას სახელობის გუმბრინის საჯარო სკოლის დირექცია და პედ-კოლექტივი ვულოცავთ ამავე სკოლის პედაგოგებს: ლალი ზვიადაძეს - წამყვანის სტატუსის მინიჭებას და ეკატერინე ჯიქიას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო პირად ცხოვრებაში და კარიერაში“,- ნათქვამია მისალოც წერილში.