
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გასაახლებლად მზადაა.
ონლაინ სივრციდან სკოლის მერხებზე სასწავლო პროცესს მოსწავლეები პირველ თებერვალს დაუბრუნდებიან.
სწავლა განახლდება რეგულაციების მკაცრად დაცვით, პედაგოგებმა და სკოლაში დასაქმებულმა ყველა პირმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარა. სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა საკლასო ოთახები.
„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი მუდმივად ზრუნავს სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები