„გემშვიდობებით ჩვენო ტკბილო ბიჭო!“- ტყიბულის N2 სკოლა მოსწავლის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
26-01-2021

ტყიბულის N2 საჯარო სკოლა მოსწავლის, გიორგი ჭანკვეტაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე და თანამშრომლები მოსწავლის ოჯახს უსამძიმრებენ.

„კიდევ ერთი უმანკო ანგელოზი მოსწყდა ამქვეყნიურობას და გადაინაცვლა მარადიულობაში. გიორგი, რომელიც სიცოცხლეს შეჰხაროდა და სხვებსაც ახარებდა თავისი სიცოცხლით, წავიდა ჩვენგან და დაგვიტოვა გაუნელებელი ტკივილი და ხსოვნა, რომელიც არასოდეს გაქრება.

წავიდა ჩვენი გიორგი, სამუდამოდ წავიდა დიდი ტკივილით, მაგრამ მოთმინებითა და გადარჩენის სურვილით...

წავიდა ჩვენი თვალხატულა, ნუკრისთვალება ბიჭი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც ღვთისმშობელი ელოდებოდა ხელგაშლილი, სადაც ანგელოზები მიეგებებიან და უცხო გალობით დაუამებენ ტკივილებს...

გემშვიდობებით ჩვენო ტკბილო ბიჭო! ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს!“,-ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

Etaloni.ge-ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახსა და მის სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სკოლის „თვალხატულა“ ​ბიჭის გარდაცვალების გამო გამო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203