ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს გაკვეთილი მიუძღვნეს
26-01-2021

14 დეკემბერს, ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა სოფო მაიაურაძემ IX კლასში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება. მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანის ძირითად უფლებებზე და მოვალეობებზე, განიხილეს და იმსჯელეს სიტუაციურ ამოცანებზე და ილუსტრაციებზე.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203