ბათუმის N18 სკოლის მეორეკლასელებმა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ფრინველების კატალოგი შექმნეს
26-01-2021

ბათუმის N18 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ფრინველების კატალოგი შექმნეს და მისი პრეზენტაცია მოაწყვეს.

„შევქმენით კატალოგი და მოვაწყვეთ პრეზენტაცია! იშვიათ ცხოველებსა და ფრინველებზე, რომელთაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ! II-გ ყოჩაღები და წარმატებულები!“,- წერს მოსწავლეთა პედაგოგი.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. 

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები















იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები სრულად

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203