ქობულეთის N5 სკოლის IX კლასის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
26-01-2021

ქობულეთის N5 საჯარო სკოლის IXა და  IX ბ კლასის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესსა და ჩატარებულ კონკურსებში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

პედაგოგმა შორენა ქამადაძემ ამ სახით მოსწავლეებს ონლაინ სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება მიულოცა.

„ჩემი წარმატებულების გული მინდა გავახარო ისე, როგორც მათ გამახარეს მე. უამრავი ჯილდო მიგეღოთ და ერთად, ხელიხელჩაკიდებული აღგვენიშნოს! უყვარხართ გულს!“,- წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203