ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამა ხალისით შეისწავლეს
25-01-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ იურა იაილოიანის ხელმძღვანელობით საპრეზენტაციო პროგრამა - PowerPoint შეისწავლეს. 

სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. 

„ამ თემის შესწავლისას ყურადღება გავამახვილე, რა არის პრეზენტაცია, ტექსტის შეყვანა, რომლის გაკეთება შეუძლებელია, თუ არ ვიცით სლაიდებზე მუშაობა, ამიტომ სლაიდების შედგენაში გარკვეულებს, შევასწავლე როგორ ჩავსვათ ცხრილი სლაიდში, როგორ შევცვალოთ და როგორ გავაკეთოთ ტექსტის რედაქტირება. ვისწავლეთ სლაიდის კოპირება და წაშლა, ფონის შერჩევა. საინტერესო იყო ანიმაციები და ფიგურები. მოსწავლეებმა ასევე ისწავლეს, როგორ უნდა მოხდეს საპრეზენტაციო დოკუმენტის სრულყოფა და შაბლონის გაკეთება“,- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203