ქობულეთის N6 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საახალწლო ფოტოსესია ზღაპრულ განწყობას შეგიქმნით
25-01-2021

ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, პედაგოგებს, თანატოლებს, მშობლებსა და სრულიად საქართველოს ახალი წელი სადღესასწაულო ფოტოსესიით მიულოცეს. 

„ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი, ვულოცავთ ახალი 2021 წლის შემობრძანებას პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს და სრულიად საქართველოს. წელი, რომელიც მოვა სიკეთის, სიმშვიდის, ბედნიერების იყოს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ყველას ცხოვრებაში ჩნდება ახალი მოლოდინები. დაე, აგვიხდეს ის რაც გულით გვინდა და თქვენც წარმატებების გზით გევლოთ.არ ყოფილიყოს დარდი, ცრემლი და მწუხარება. ბედნიერება იყოს ყველა ოჯახის მეკვლე. გჯეროდეთ ახალი წლის ღამის, რომ ოცნებები ხდება. გისურვებთ სურვილების უკლებლივ ახდენას. დედაღვთისმშობელი იყოს ყველა თქვენთაგანის ოჯახის მფარველი. მრავალჟამიერ“,-აღნიშნულია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203