არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებს და მშობლებს ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის მადლობას უხდის
22-01-2021

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებამ“ ახალი წელი პანდემიის პირობებში აღნიშნა. ამის მიუხედავად მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთის სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს.

სკოლის დირექციამ თითოეულ პედაგოგს, თანამშრომელს, მოსწავლეს და მშობელს ახალი წელი მიულოცა და ონლაინ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საყვარელო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო, გილოცავთ 2021 წელს. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას გისურვებთ. შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ დირექცია მადლობას უხდის თითოეულ პედაგოგს, სკოლის თანამშრომელს, მოსწავლეს და მშობელს ონლაინ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ამ მძიმე პერიოდში მათთვის დაკისრებული მოვალეობის მაქსიმალურად შესრულებისთვის. მრავალ ახალ წელს!“,- ნათქვამია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203