ქუთაისის N37 საჯარო სკოლის პირველკლასელები izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადიან
22-01-2021
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად გაგაცნობთ, სკოლის I კლასის წარმატებულ, ყოჩაღ მოსწავლეებს და მათ მზრუნველ, ყურადღებიან დამრიგებელს- თამარ ბერაძეს.

„ჩვენ წარმოვადგენთ ქუთაისის N37 სკოლას. წელს მე და ჩემი პირველკლასელები გავაქტიურდით. პატარებს ძალიან მოსწონთ- თქვენთან თავისი თანატოლების ფოტოებს რომ ხედავენ. თავადაც დიდი სურვილი გაუჩნდათ, რომ თქვენს გვერდზე გამოჩენილიყვნენ. აი, ჩემი პატარები. გიზიარებთ მათ შედეგებს“,- გვწერს კლასის დამრიგებელი, თამარ ბერაძე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203