ახალაბასთუმნის სკოლის მოსწავლეებმა პროექტი -„განათლების სისტემა“ სამ ენაზე განახორციელეს
03-11-2017
ახალაბასთუმნის სკოლაში, უცხო ენების კათედრამ პროექტი - „განათლების სისტემა“ განახორციელა. პროექტი, რომელშიც XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სამ ენაზე (ინგლისური, გერმანული, რუსული) განხორციელდა.
მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები: პრეზენტაციები თემებზე: საგანმანათლებლო სისტემა ინგლისში, უნივერსიტეტები გერმანიაში, უმაღლესი საგანმანათლებლი სისტემა საქართველოში.
მოსწავლეებმა ინტერვიუ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორ თეონა ხუფენიას ჩამოართვეს. თეონა ხუფენიამ მოსწავლეებს უნივერსიტეტის პრიორიტეტები გააცნო. ამის შემდეგ, მოსწავლეებმა ქუჩის გამოკითხვა ჩაატარეს.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა გულუა და როზა შენგელია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს