თბილისის N89 სკოლის დირექცია და პედაგოგები 3 მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მინიჭებას ულოცავენ
22-01-2021

თბილისის N89 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, როზმარი კირთაძემ, ისტორიის პედაგოგმა თეა ზურაბიშვილმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან ერტელიშვილმა სტატუსი აიმაღლეს და წამყვანი მასწავლებლები გახდნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ სკოლის პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას მათემატიკის მასწავლებელს როზმარი კირთაძეს, ისტორიის მასწავლებელს თეა ზურაბიშვილს და ქართულის მასწავლებელს ქეთევან ერტელიშვილს ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას უსურვებენ“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203