1000 მოსწავლეზე გათვლილი ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
22-01-2021

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა 175 წლისაა. თავდაპირველად მის ადგილას სასულიერო სასწავლებელი იყო, სადაც სწავლობდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ ჭეიშვილი, ავქსენტი მეგრელიძე, ვარლამ სიმონიშვილი, ფილიმონ ქორიძე, ნიკო მარი, რეზო ესაძე, აკაკი ბაქრაძე და სხვა გამოჩენილი ქართველები.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის ორივე კორპუსს. მოეწყო სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები, ღია სტადიონი და რეკრეაციული ზონა. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ასევე დასრულდა ინოვაციების ცენტრის მშენებლობა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203