ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველკლასელმა, გაბრიელ მესხმა izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
22-01-2021

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლემ, გაბრიელ მესხმა საყვარელი ოჯახი ახალი წარმატებით უზომოდ გაახარა.

ბეჯითმა და სწავლის მოყვარულმა გაბრიელმა izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.

„მე გაბრიელ მესხი ვარ. დღესაც კარგი შედეგი მაქვს და მადლობა თქვენ. ჩემთვის სტიმულია თქვენს გვერდზე ჩემი ფოტოს ნახვა“,- მოგვწერა ბრწყინვალე შედეგით გახარებულმა გაბრიელმა.

21 იანვარს izrune.ge-ზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღე იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203