ბათუმის N18 სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, ნინო დიასამიძემ მოსწავლეებს საინტერესო ტესტი მოუმზადა
21-01-2021

ბათუმის N18 სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნინო დიასამიძემ მოსწავლეებს ტესტი - „შეამოწმე შენი თავი მე-5 კლასის მათემატიკაში“ შესთავაზა. 

მასწავლებელმა ქვიზი შექმნა და სოციალური ქსელის საშუალებით მოსწავლეებს გაუზიარა.

იხილეთ ტესტი ბმულზე

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. 

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან და შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან.  მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203