ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეები ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
21-01-2021

ახალციხის N5 საჯარო სკოლა საქართველოს ‭ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტში - „სოციალური ინკლუზია“ უკვე მესამე წელია აქტიურად არის ჩართული. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი გახლავთ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი - სოფო მაისურაძე.

2020 წლის 19 დეკემბერს გაიმართა ონლაინ კონფერენცია - „განათლების მიღების მეორე‭ ‬‬შესაძლებლობა‭ ‬‬სოციალური‭ ‬ ‬ინკლუზიით“. კონფერენციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა: ნინიკო ჯინიუზაშვილმა, ელენე ზაზაძემ, ნუცა კაჭკაჭაშვილმა, ლანა ალავიძემ, თამთა გავაშელმა, ელენე კაპანაძემ, ლარისა მამმადოვამ და მაია ლაზიშვილმა.

მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები მესხურ თემებზე: მესხური სამზარეულო, ფარდაგები და მესხური ნასოფლარები.

მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები, პრეზენტაციები და ვიდეო რგოლები.

მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

„აღნიშნული კონფერენცია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება იყო‭. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ‬პროგრამის‭ ‬ ‭ფარგლებში დაფინანსებული‭ ‬ ‬პროექტის‭ ‬ ‭‬შედეგებს. ‭მათ ასევე ‬დაათვალიერეს‭ ‬ქალაქ ახალციხის N5 და N7 ‬სკოლებში‭ ‬ ‭ორგანიზებული ხელგარჯილობის კლუბებში მომზადებული ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთული ხელნაკეთი‭ ‬ნივთებ‭ი, მოისმინეს ‬ქვეპროგრამის‭ ‬ ‭ ‬ბენეფიციარებისა‭ და‭ ‬ მოხალისეების თანამშრომლობით‭ ‬ ‭‬მომზადებული‭ ‬‬საპრეზენტაციო‭ ‬თემებ‭ი ‬: მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის თვითმყოფადობის შესახებ. აღნიშნული აქტივობები‭ ‬ ‭‬ხელს‭ ‬ ‭‬უწყობს‭ ‬ ბოშა‭ ‬ ‭‬და‭ ‬ ‬მესხ‭ ‬ ‭‬მოზარდებში‭ ‬ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათში‭ ‬ სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას,‭ ‬ ‭ასევე, ‬ქვეპროგრამის‭ ‬ ‭ ‬მოხალისეებში ტოლერანტული განწყობების ზრდასა და თვითშეგნების ამაღლებას“-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203