
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა რევაზ ბარბაქაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.
სკოლა რევაზ ბარბაქაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა ულოცავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელს და ღების საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგს - რევაზ ბარბაქაძეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში“,- ნათქვამია მისალოც წერილში.