
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
სკოლის პედაგოგებმა: თამარ მაისურაძემ, ნინო თათოშვილმა, თინათინ თათოშვილმა, თამარ თათოშვილმა და თინათინ თათოშვილმა გარე დაკვირვების გაკვეთილები 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩაატარეს, 2021 წლის იანვარში კი მათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.