ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი სამ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
21-01-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ნინო თედოზაშვილმა, გურამ თედეშვილმა და ნუნუ ჯამბაზიშვბილმა სტატუსი აიმაღლეს და წამყვანი მასწავლებლები გახდნენ. 

სკოლის დირექტორი თამარი ფარასტაშვილი პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი თამარი ფარასტაშვილი ამავე სკოლის პედაგოგებს: ნინო თედოზაშვილი - ბიოლოგია, გურამ თედეშვილი ისტორია, დაწყებითი - ნუნუ ჯამბაზიშვბილი, ულოცავს წამყვანის სტატუსის მიღებას და უსურვებს კარიერულ წინსვლას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203