
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ონლაინ ფორმატით ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - „დღესასწაულები“.
გაკვეთილს უძღვებოდნენ პედაგოგები: ხათუნა ცეცხლაძე, ირმა გორდელაძე და ნადია ქარდავა.
პედაგოგ ხათუნა ცეცხლაძის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პროგრამა power-point-ში და Kahoot-ის საშუალებით. მონაწილეობდნენ ონლაინ გამოკითხვაში, შეადარეს და განასხვავეს ქართულ-ამერიკული წეს-ჩვეულებები.
გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ, რაშიც პედაგოგებმა ექსპერტისგან დადებითი შეფასება მიიღეს.