შემოქმედის საჯარო სკოლის მასწავლებელს ჟანა საბაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
21-01-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მასწავლებელს ჟანა საბაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა და შესაბამისი სიგელი გადაეცა.
სკოლის ბიოლოგიისა და გეოგრაფიის პედაგოგი ჟანა საბაშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სიგელით - „საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი“ დააჯილდოვა.
ჟანა საბაშვილი 50 წელია ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მისმა მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები. ქვეყნის მასშტაბით ორჯერ პირველი ადგილი მოიპოვეს. ჰყავდა საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლე.
შემოქმედის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ჟანა საბაშვილს აღიარებას ულოცავს.
„შემოქმედის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ქალბატონ ჟანას ულოცავს ამ დიდ აღიარებას და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს