სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა საახალწლო ტრადიციებზე პრეზენტაციები მოამზადეს
20-01-2021

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ V-VI კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრეს -თუ როგორ ხვდებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალ წელს.

მოსწავლეებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება მეკვლეობის ჩვეულებაზე, კვერების გამოცხობისა და ჩიჩილაკის დადგმის რიტუალზე. ცოდნის გაღრმავების მიზნით მოამზადეს შესაბამისი პრეზენტაციები.

აღსანიშნავია, რომ სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. 

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნასა და ნიჭს წარმოაჩენენ.

იხილეთ ფოტოები ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203