
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი დისტანციურად განაახლა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, როგორც კი მოიხსნება რეგულაციები სკოლა მზად არის სწავლა-სწავლების პროცესი საკლასო ოთახებში გააგრძელოს.
„ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში 2020-2021 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრი დაიწყო დისტანციურ რეჟიმში. როგორც კი მოიხსნება რეგულაციები სკოლა მზადყოფნაშია სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.