
ბათუმის N18 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო დიასამიძემ მოსწავლეებსა და კოლეგებს მე-2 სემესტრის დაწყება სახალისო ვიდეორგოლით მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
იხილეთ ვიდეო