ცხრაწყაროს საჯარო სკოლას 3 წამყვანი მასწავლებელი შეემატა
19-01-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლას 3 წამყვანი მასწავლებელი შეემატა.

სექტემბერში სტატუსი აიმაღლა სკოლის დირექტორმა ეკა ედიბერიძემ, რომელმაც პედაგოგებს სტიმული მისცა. მან მასწავლებლებს ურჩია კარიერულ წინსვლაზე ეზრუნათ, მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყო ხელი და სთხოვა წამყვანი მასწავლებლები გამხდარიყვნენ, რომ ახალი შესაძლებლობებისთვის გაეღოთ კარი.

მისი მოლოდინი და იმედები გამართლდა და სამმა პედაგოგმა აიმაღლა სტატუსი. ესენი გახლავთ:

  • ელზა ნებიერიძე- მათემატიკის პედაგოგი;
  • ნესტან ცერცვაძე -ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი;
  • თამარ ნებიერიძე-ინგლისური და გერმანული ენების პედაგოგი.

სკოლა და დირექტორი ეკა ედიბერიძე ულოცავს მათ ამ წარმატებას. სკოლას ამ ეტაპზე პრაქტიკოსი პედაგოგი აღარ ჰყავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203