
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებამ“ ახალი წელი პანდემიის პირობებში აღნიშნა. მიუხედავად ამისა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთის სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს, ტრადიციას არ უღალატეს და სკოლის ფოიეში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს.
„დისტანციური სწავლების მიუხედავად, ტრადიციას მაინც ვერ ვუღალატეთ! საახალწლოდ სკოლის ნაძვის ხეს ხომ მეთორმეტე კლასელები რთავენ, ნიშნად მათი პატივისცემისა. ისინი მალე სკოლის კედლებს დატოვებენ და ცხოვრების ახალი ეტაპი დაეწყებათ. მართალია, მოსწავლეებისგან დაცლილ გარემოში, პატარების ჟრიამულისა და დახმარების გარეშე მოუხდათ საახალწლო განწყობის შექმნა, მაგრამ დირექტორის, მუსიკის პედაგოგისა და დამრიგებლის მხარდაჭერით, ეს დღე შედგა! სკოლის ფოიეში საახალწლო ნაძვის ხე განათდა!
შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ დირექცია ულოცავს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს შობა-ახალ წელს! მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება მოეტანოს ამ წელს თქვენთვის!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები