
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის დირექციამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის დირექცია გაცნობებთ რომ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრს, 18 იანვარს ვიწყებთ ისევ დისტანციურად...იმედი გვაქვს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაუმჯობესების, რათა სასწავლო პროცესი წარვმართოთ დასწრებულ რეჟიმში. პატივცემულო მოსწავლეებო და მშობლებო, გთხოვთ გულისხმიერებით მოეკიდოთ საკითხს, რამეთუ ეს ყველაფერი სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის... პატივისცემით სკოლის დირექცია“,- ნათქვამია დირექციის განცხადებაში.