„ზრუნვა გვაერთიანებს“- ქუთაისის N36 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა შშმ ბავშთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს დღე გაულამაზეს
19-01-2021

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „Art- სხივის“ წევრებმა და მათ მიერ მიწვეულმა ხელოვნებათმცოდნე ქეთი ჭავჭანიძემ „თაირისის“ შშმ ბავშთა დღის ცენტრის პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულად გაულამაზეს დღე.

კლუბის პედაგოგის, ია კაშიას მიერ დაგეგმილი აქტივობები მნიშვნელოვანია, როგორც ბენეფიციარებისათვის, აგრეთვე თავად სკოლის მოსწავლეთათვის, რადგან რომ არა საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები, არაადაპტირებული გარემო და ბარიერები, ყველას თანაბარი შესაძლებლობები გვექნებოდა, ყველას გვჭირდება თანადგომა, კეთილგანწყობა და ზრუნვა − ზრუნვა გვაერთიანებს.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების საპატივსაცემოდ“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203