ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ენთუზიაზმით დაუბრუნდნენ
18-01-2021

ზამთრის არდადეგების შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის არაქართული საჯარო სკოლის მოსწავლეები დასვენებული და ენთუზიაზმით სავსე დაუბრუნდნენ.

ქართული ენის პედაგოგი ჯული ველელი-შირინიანი მუდამ ამაყობს თავისი მოსწავლეებით. გადაცემა „იმედის გმირის“ 2015 წლის მონაწილემ რამდენიმე ათეული თაობა აღზარდა.

„ჩემი მოსწავლეები საქართველოს პატრიოტები და ქართულ ენას დიდი სიყვარულით სწავლობენ. ასევე დიდი სიყვარულით და რუდუნებით სწავლობენ ქართველი პოეტების ლექსებს“,- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203