
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა გილოცავთ შობა-ახალ წელს და გაცნობებთ, რომ სწავლა განახლდა დღეიდან ონლაინ რეჟიმში. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული „თიმსის“ პლატფორმაზე და დიდი მოტივაციით შეუდგნენ სასწავლო პროცესს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.