
შეუბნის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო ასოციაცია „ზეკარის“ გარემოსდაცვით პროექტში - "ეროზირებული ფერდობების აღდგენა".
პროექტის ფარგლებში, ნეკერჩხლის ნერგების დარგვა განხორციელდა. პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებმაც მიიღეს.
სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ამ მნიშვნელოვან აქციაში:
"სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ამ მნიშვნელოვან აქციაში. ისინი ხალისიანად შეუდგნენ ნერგების დარგვას."
იხილეთ ფოტოები