თბილისის N119 სკოლის მასწავლებელმა ნელი დვალმა შემაჯამებელი​ პროექტ-გაკვეთილი ონლაინ რეჟიმში ჩაატარა
18-01-2021

თბილისის N119 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნელი დვალმა VII და VII კლასებში კომიქსებით, ჩანახატებითა და ვიდეო რგოლებით შემაჯამებელი​ პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა.

„სიბრძნე მიყვარს საპოვნელად“...სულხან-საბა ორბელიანი

დამოუკიდებლად მოძიებული მასალების დასკვნების საფუძველზე, 119-ე საჯარო სკოლის მე-7,7 კლასის მოსწავლეებმა, დისტანციური სწავლების ონლაინ რეჟიმში, წარმოგვიდგინეს შემაჯამებელი გაკვეთილი- პროექტი თემაზე: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების, სხვადასხვა ფორმატით ჩვენება. სახალისო აქტივობებმა საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი. მოსწავლეებმა ვიდეო- რგოლებით, სლაიდ-შოუს, კომიქსებით, ჩანახატებითა და თვალსაჩინო ნახატებით დაგვანახეს პერსონაჟთა ხასიათი, ადამიანთა მანკიერ-დადებითი მხარე. გვასწავლეს მორალი ცხოვრებისა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მონაწილე მოსწავლეს გაკვეთილის ჩართულობაში, აქტიური მონაწილეობისათვის, მათ შორის, ჯგუფის ხელმძღვანელებს: თორნიკე ხოკერაშვილს, ლუკა ბარბაქაძეს, თიკო იარაჯულსა და ზუკა ხოსრუაშვილს. მიყვარხართ ბავშვებო!“, - აღნიშნავს პედაგოგი ნელი დვალი.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203