არაგვის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
18-01-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის დირექტორის ანდრიას აბდოიანის თქმით, სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას მომზადებული შეხვდა.

„კლასები სველი წესით სპეციალური ხსნარებით დამუშავდა, ვირუსისგან დასაცავად სკოლას აქვს პირბადეები, ანტიბაქტერიული ხსნარები ხელების და ზედაპირების დასამუშავებლად, დაცულია სანიტარული ნორმები. სკოლა 2021 წლის 18 იანვარს, სასწავლო პროცესის განახლებას მომზადებული შეხვდა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ანდრიას აბდოიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203