პტენაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა
18-01-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენაში სასწავლო პროცესი ახალაშენებულ სკოლაში გაგრძელდება.

პტენას საჯარო სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის; ასევე მოეწყო თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კლას-კაბინეტი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სივრცეები და სასადილო.

აღსანიშნავია ასევე, რომ პტენის ახალაშენებული სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო სარეკრეაციო სივრცე.

ასე რომ, ადგილობრივი მოსწავლე-მასწავლებლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლის შენობაში დაბრუნდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203