ოზურგეთის N4 სკოლის პირველკლასელმა ნია თოდუამ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
18-01-2021

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნია თოდუამ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

ჭკვიანი და საზრიანი ნია თოდუა პირველი კლასის ბეჯითი მოსწავლეა, რომელმაც შემაჯამებელ ტესტში წარმატების დიპლომი მოიპოვა და ოჯახი გაახარა! 

„მადლობა izrune.ge-ს და უდიდესი მადლობა ნათია ბოლქვაძეს, ჩვენს მასწავლებელს, დაუღალავი შრომისათვის. ამ რთულ სიტუაციაში ასე რომ შეაყვარა ბავშვებს სწავლა. მადლობა თქვენ, რომ საშუალებას აძლევთ პატარებს- მათი ცოდნა გამოსცადონ და გაიხარონ“,- მოგვწერა შვილის წარმატებით გახარებულმა მზრუნველმა მშობელმა, დუდანა გოგუაძემ. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203