„ჩემთვის დიდი სტიმულია“ - ხელვაჩაურის N1 სკოლის მოსწავლემ, თაზო მაკარაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
18-01-2021

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თაზო მაკარაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა.

ეს მოტივაციით აღსავსე ბიჭი მეორე კლასის საამაყო მოსწავლეა, რომელსაც განსაკუთრებულად მზრუნველი მშობლები ჰყავს.

„მოგესალმებით! ძალიან მიყვარს izrune.ge დიდი მადლობა ამ პროექტის შექმნისთვის და საინტერესო სავარჯიშოებისთვის. თქვენგან ბევრ რამეს ვსწავლობ...
ოქროს დიპლომი ჩემთვის დიდი სტიმულია, ამიტომ კიდევ მინდა ბევრი ოქროს დიპლომი დავაგროვო, გავახარო მშობლები და ჩემი საყვარელი მასწავლებელი - ნინო აბულაძე“, - აღნიშნავს თაზო მაკარაძე და მშობლებისგან მადლობას გადმოგვცემს.

„ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მშობლებისგანაც, ასეთ დროს ბავშვების წახალისებისთვის ჩვენ გვიყვარს izrune.ge“,- ნათქვამია მზრუნველი მშობლების მადლობის წერილში.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203