„მალე ერთი წელი შესრულდება, რაც ონლაინ სწავლებას „შევუდექით“-ბათუმის N18 სკოლის პედაგოგმა ნინო დიასამიძემ სკოლის მონატრებას ვიდეორგოლი მიუძღვნა
15-01-2021

„მალე ერთი წელი შესრულდება, რაც ონლაინ სწავლებას „შევუდექით“ - ამ სიტყვებით ბათუმის N18 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნინო დიასამიძემ სკოლის მონატრებას ვიდეორგოლი მიუძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203