ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის იუბილეს ონლაინ ღონისძიება მიუძღვნეს
15-01-2021

2020 წლის 21 დეკემბერს ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-8 ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თეა ზაზაშვილის ხელმძღვანელობით, ონლაინ ღონისძიება​ ჩატარდა, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის, იუბილეს მიეძღვნა.

მოსწავლეებმა პრეზენტაციით წარმოადგინეს ანა კალანდაძის ბიოგრაფია, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, მხატვრულად წაიკითხეს პოეტის ლექსები.

„აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა ვარდიძე და კლასის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო კახიძე. ქალბატონმა ინგამ დიდი მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ძალზე საინტერესო პრეზენტაციისათვის, მანვე აღნიშნა, რომ ამაღელვებელია, როდესაც მოსწავლეები ასეთი ინტერესითა და ემოციით კითხულობენ ქართველი პოეტების, მათ შორის, ანა კალანდაძის ლექსებს, და წარმატებები უსურვა მათ“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203