„პრობლემები საზოგადოებაში და დამოკიდებულება პრობლემისადმი“-თბილისის N119 სკოლის X კლასში საინტერესო ონლაინ გაკვეთილი ჩატარდა
15-01-2021

სამოქალაქო განათლების პროგრამა მომავლის თაობის ფარგლებში  თბილისის N119 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია მუშკუდიანმა X კლასში ჩაატარა ონლაინ გაკვეთილი, დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენებით - „თანამშრომლობა საზოგადროებრივი სარგებლისათვის“ - თემაზე: „პრობლემები საზოგადობაში და დამოკიდებულება პრობლემისადმი“.

გაკვეთილს ესწრებოდნენ წიგნის ავტორი ნინო გვარამაძე და  USAID PH international პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი თეა ამურელაშვილი.

„გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტუალურმა თემამ მოსწავლეებს შეაძლებინა უკეთ გაეაზრებინათ საზოგადოებაში არსებული პრობლემები,  მოახდინონ მათი იდენტეფიცირება და დიფერენცირება. ამით მოსწავლეები იზრუნებენ პირად და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაზე, თანამშრომლობაზე, გაიუმჯობესებენ ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნების უნარებს, რომელიც ხელს შეუწყობს მათი პიროვნების სრულფასოვნებას.

სამოქალაქო განათლების პედაგოგები მადლობას გიხდით მეტად აქტუალური, საინტერესო რესურსების მოწოდებისა და თანამშრომლობისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203