„იცით თუ არა, რომ“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლე ლუკა ელიაშვილმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადა
15-01-2021

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის VIბ კლასის მოსწავლეებმა ახალი წელი საინტერესო პროექტების განხორციელებით დაიწყეს.

კლასის დამრიგებელი ბელა ხეცურიანი ბავშვებს მრავალფეროვან რესურსებს სთავაზობს, რათა მათი უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი ნიჭი განავითაროს.

რუბრიკისთვის „იცით თუ არა, რომ“ ლუკა ელიაშვილმა საინტერესო ვიდეოები მოამზადა, რომელშიც გამომგონებლებზე და მათ პირველ ნამუშევრებზე გვიამბობს. მან ასევე მოამზადა პრეზენტაცია ცნობილი ფეხბურთელის - ლეო მესის შესახებ.

მოსწავლის ნამუშევრებმა ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203