„მადლობას ვუხდით არაჩვეულებრივ პროექტს izrune.ge-ს“ - თხილნარის N2 სკოლის მეოთხეკლასელებმა საახალწლოდ მორიგი წარმატება მოიპოვეს
15-01-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის ყოჩაღმა მოსწავლეებმა სკოლა და ოჯახი საახალწლოდ ახალი წარმატებით ასახელეს და ახალი წელი ორიგინალურად მიულოცეს.

მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნონა ფუტკარაძის მეშვეობით izrune.ge-ს თბილი შეტყობინება გაუგზავნეს.

„თხილნარის N2 საჯარო სკოლის მეოთხე სუპერ კლასის მოსწავლეები დიდი სიხარულით და სიყვარულით გილოცავთ შობა-ახალ წელს, ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს ყველასთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს.

მადლობას ვუხდით არაჩვეულებრივ პროექტს izrune.ge, რომელმაც მთელი წლის მანძილზე მოგვცა სტიმული, რომ კარგად გვესწავლა და წარმატებისთვის მიგვეღწია.

უკვე მეორედ მოვხვდით რჩეულთა სიაში, რაც დიდად გვეამაყება. მადლობა ჩვენს მზრუნველ მშობლებსა და ნონა მასწავლებელს, რომელმაც გაგვიკვალა გზა ცოდნის მწვერვალისკენ“.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203