ქუთაისის N21 სკოლის პედაგოგი მაკა ნაკაშიძე და მისი მოსწავლეები ქველმოქმედებაში ჩაერთვნენ
15-01-2021

„ქველმოქმედება ლამაზი ქმედებაა“ - ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი პედაგოგ მაკა ნაკაშიძისა და მოსწავლეების მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეზე გვიამბობს. ბავშვები შეჭირვებულ ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს ტკბილეულით, თანსაცმლითა და საჭირო პროდუქტით დაეხმარნენ.

„ქველმოქმედება ლამაზი ქმედებაა“ - ეს ქალბატონი მაკა ნაკაშიძეა. ინტერაქტიული მზაობის მქონე პედაგოგი, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარით, კონცენტრირებული. მრავალმხრივად განათლებული, სკოლის სანიმუშო სპეციალისტი.

პედაგოგის ინიციატივითა და მშობლების დახმარებით მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ იდეას, რომელიც „გვირილამ“ შემოგვთავაზა. „გვირილა“ საერთო პლატფორმაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიკეთის კეთების სურვილი აქვს. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ ქველმოქმედებაში, შეჭირვებულ ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს ტკბილეულით, თანსაცმლითა და საჭირო პროდუქტით დაეხმარნენ. ეს სასარგებლო პროექტი გრძელდება სკოლაში.

მადლობა ამ არაჩვეულებრივ ბავშვებსა და ჩვენს მაკა მასწავლებელს“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი რუსუდან ჭიშვილი.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203