ბათუმის N18 სკოლის პირველკლასელებმა საახალწლო ვიდეორგოლი ჩაწერეს
14-01-2021
ბათუმის N18 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთევან ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო ვიდეორგოლი ჩაწერეს.

მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ერთმანეთს, მასწავლებლებს და სრულიად საქართველოს ახალი წელი მიულოცეს.

​ აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლამ ახალი წელი პანდემიის პირობებში აღნიშნა. დისტანციური სწავლების მიუხედავად მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთის საახალწლო განწყობაზე იზრუნეს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203