ახალციხის №5 საჯარო სკოლაში დირექტორის ინიციატივით ესეების კონკურსი ჩატარდა
14-01-2021

ახალციხის №5 საჯარო სკოლის დირექტორის ინგა ვარდიძის ინიციატივით სკოლაში, ახალი წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა კონკურსი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ესეების კონკურსი თემაზე - „ახალი წლის მოლოდინში“.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ V-XII კლასის მოსწავლეებს.

სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა ხუთი საუკეთესო საკონკურსო ნაშრომის ავტორი. ესენი არიან:

  • რიმა სუდაძე (მე-12 ა კლასი),
  • ელენე გვარამაძე (მე-11დ კლასი),
  • ნინი აზირაშვილი (მე-7 ა კლასი),
  • მარიამ ტაბატაძე (მე-7ე კლასი),
  • მარიამ ზედგინიძე (მე-6 ბ კლასი)

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საინტერესო საკონკურსო ნამუშევრების წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს ონლაინ სიგელები გადასცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203