კაკაბეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშობაო ღონისძიება დისტანციურად გამართეს
14-01-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ხათუნა ბორაშვილთან ერთად, საშობაო ღონისძიება - „შობის ღამე“ დისტანციურად ჩაატარეს.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლის მოტივაციის ამაღლება, მხატვრული კითხვის, სოციალური, შემოქმედებითი და მოსმენისა და ურთიერთპატივისცემის უნარების განვითარება.

პატარებმა საშობაო განწყობის შესაქმნელად მასწავლებლის შერჩეულ ვიდეოს უყურეს, ისწავლეს საშობაო ლექსები. საახალწლო ღონისძიების სამზადისში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც.

მოსწავლეებს აღნიშნული აქტივობით განუვითარდათ მხატვრული კითხვის, სოციალური, შემოქმედებითი, მოსმენისა და ურთიერთპატივისცემის  უნარები.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203