„ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ პროფესიულ წინსვლას“- აფხაზეთის N2 სკოლის დირექტორი ოთხ პედაგოგს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
13-01-2021

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ოთხ პედაგოგს - ქეთევან კვარაცხელიას (ბიოლოგია), დალი ფირცხალავას (მათემატიკა), იური გულუას (ფიზიკა) და ზვიადი ყალიჩავას (მათემატიკა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

„ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ პროფესიულ წინსვლას. ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საფუძველი განათლებული და გონიერი მომავალი თაობაა, რომლის ღირსეული აღზრდა მნიშვნელოვანწილად მასწავლებლებზეა დამოკიდებული. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას“,- ასე ულოცავს პროფესიულ წინსვლას კოლეგებს აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203